სერია A-ს ხელმძღვანელობამ 2019/20 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.
როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, რეიტინგი შედგენელია ჩატარებული სტატისტიკური კვლევების მიხედვით და მასში სერია A-ს, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მატჩებში ნაჩვენები შედეგები გააერთიანეს.
გამარჯვებულები პოზიციების მიხედვით (მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი) გამოვლინდნენ. ასევე დასახელდნენ საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა. არცერთ ნომინაციაში კრიშტიანუ რონალდუს გამარჯვება არ მოუპოვებია.
სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)
საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)
საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (ლაციო)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)
საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო დიბალა (იუვენტუსი)
