გვილია სიმბოლურში

0
63

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი  გახდა. ქართველის ვარშავის “ლეგია” “კრაკოვიას” დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა 2:0.  75-ე წუთზე მეტოქეს ვაკო გვილიამ გაუტანა, ამ დროს “ლეგია” შეხვედრას მინიმალური სხვაობით იგებდა.
ტურის დასრულების შემდეგ ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ვაკომ 2019-2020 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ვარშაველთა მე-14 ჩემპიონობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 თამაშში 11 გოლი და 9 საგოლე პასი დააგროვა.