მადრიდის “ატლეტიკომ” “ოსასუნა” გაანადგურა. დიეგო სიმეონეს გუნდმა პამპლონელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა მადრიდელთა მეკარე იან ობლაკისთვის. სლოვენიელმა ლა ლიგაში კარის მშრალად დაცვა მეასედ შეძლო. მან ეს 182 მატჩში მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ობლაკამდე საუკეთესო შედეგი მიგელ რეინას ჰქონდა. მან 100-ჯერ კარის მშრალად 222 მატჩში დაიცვა.