COVID-19-ით გამოწვეული სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით, შევარდენის სარაგბო ბაზაზე ყოველკვირეული ვარჯიშები განაახლეს. ყოველი ვარჯიშის დაწყებამდე სამედიცინო შტაბი მოთამაშეებს სიცხეს გაუზომავს.
ვარჯიშზე მწვრთნელებმა სავარჯიშო ინვენტარი დარბაზიდან გარეთ გამოიტანეს და მინდორზე დისტანციის დაცვით განალაგეს. მორაგბეები ჯგუფებად არიან დაყოფილი და მოედანზე ვარჯიშობენ აუცილებელი დისტანციის დაცვით. ვარჯიშები უკონტაქტოა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილმა დიდ ნაკრებთან ერთად რამდენიმე “უმცროსი ბორჯღალოსანიც” (U20 და U18) ავარჯიშა, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ით გამოწვეული პაუზის გამო, საქართველოს ნაკრებს რუსეთის მორაგბეთა ნაკრებთან თამაში გადაედო, თუმცა ”ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ტიტული რუსეთთან თამაშამდე გაინაღდეს.
POPSPORT.GE