თორნიკე შენგელია: “14 ამაღელვებელი დღე გველის”

0
35

17-30 ივნისს ესპანური ACB Liga Endesa სეზონს განსხვავებული ფორმატით დაასრულებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ ტურნირს 12 გუნდი განაახლებს.
მათ შორის იქნება თორნიკე შენგელიას ბასკონიაც, რომელიც ვალენსიაში ხუთშაბათს გაემგზავრება. ლიგამ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.
თორნიკე შენგელია (ბასკონია): “ეს 14 ამაღელვებელი დღე იქნება. ბასკონია შეეცდება გულშემატკივარი კარგი თამაშით ასიამოვნოს”.