ლევან კობიაშვილი: „საქართველო-ბელარუსი ოქტომბერში გაიმართება”

0
54

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის  26 მარტს, თბილისის ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, ასევე უნდა გამართულიყო ერთა ლიგის ფინალი, კვლავ თბილისში, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ერთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
გადადებული ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების ჩატარების სავარაუდო პერიოდად მიმდინარე წლის  შემოდგომა სახელდება – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:
„უეფას აღამსკომი დანიშნული იყო 27 მაისს, რომელიც გადაიდო და 17 ივნისს ჩატარდება.
17 ივნისს საბოლოოდ გადაწყდება და გვეცოდინება, როდის ჩატარდება ეს მატჩები. დიდი ალბათობით, შეხვედრები ოქტომბერში გაიმართება. უეფა რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს. ის ვარიანტი, რომელის შესახებაც უეფა აქტიურად მსჯელობს და ფიქრობს, ჩვენ დიდად არ მოგვწონს, რადგან გამოდის, რომ ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს, ანუ ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაში მაშინვე მოგვიწევს ჩართვა.
ჩვენ რაღაც ალტერნატივა შევთავაზეთ უეფას, თუმცა არ ვიცით ამ შემოთავაზებაზე რამდენად წამოვლენ. ეს ყველაფერი მათთვისაც რთულია”.
უეფას აღმასკომის სხდომის გადადების მიზეზად ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქების უარი სახელდება. გარკვა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო ლონდონმა და ამსტერდამმა ტურნირის მასპინძლობაზე უარი თქვეს.