80 წლის პელეს ჯანმრთელობა საგრძნობლადაა შერყეული. მედიკოსებმა რომლებიც მის მდგომარეობას აკონტროლებენ გადაწყვიტეს რომ ფეხბურთის მეფე კარანტინში უნდა იყოს. პელეს მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია მისმა შვილმა ედინიომ გაავრცელა. “მამამ თეძო გადაინერგა. რეაბილიტაციის პერიოდი იდეალურად არ მიმდინარეობს, მას აქვს გადაადგილების პრობლემა, რაც გარკვეულ დეპრესიას იწვევს. გარდა ამისა მამა რისკჯგუფში შედის, რაც ნიშნავს, რომ იგი იზოლირებული უნდა იყოს”, – განაცხადა ედინიომ.
“კარგად ვარ. მდგომარეობა სტაბილური არაა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ეს დამახასიათებელია”, – ეს უკვე პელეს სიტყვებია.