ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდინიომ ციხის საფეხბურთო ტურნირის მოგება მოახერხა.
globoesporte-ს ცნობით, ფინალში რონალდინიოს გუნდმა მეტოქე 11:2 დაამარცხა, ხოლო თავად ბრაზილიელმა ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო მას შემდეგ დააკავეს, რაც პარაგვაიში ყალბი პასპორტით ცდილობდა შესვლას. მას 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.