ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” მსგავსად ანშლაგი ჩრდილოეთ მაკედონია–კოსოვოს მატჩზეც იქნება. როგორც მედია წერს, მაკედონიაში ერთა ლიგის D ჯგუფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის ბილეთები უმოკლეს დროში, ორ დღეში სრულად გაიყიდა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ბილეთების რეალიზაცია 5 მარტს დაიწყო.
ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩის მასპინძელი სტადიონი დედაქალაქ სკოპიეს ეროვნული არენაა, რომლის ტევადობა 36 460-ია.
შეგახსენებთ, თბილისსა და სკოპიეში მატჩები 26 მარტს ჩატარდება.