რამდენიმე დღის წინ საბურთალო მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ დატოვა. ცნობილი გახდა, რომ საბურთალო ასევე დატოვა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც საბურთალომ 31 იანვარს წარადგინა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს პრეზიდენტი): „გიორგი ჭანტურიასთან წინასწარი შეთანხმების შესახებ განვაცხადეთ. ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ გიორგი ჭანტურია დაბრუნებულიყო ქართულ ფეხბურთში და რაც ყველაზე მთავარია, შემდგომში გამოდგომოდა ნაკრებს. მითუმეტეს, მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ ამის შესაძლებლობა იყო.
ჩვენ არ გაგვიკეთებია ცუდი საქმე, თუნდაც იმიტომ რომ ის ესპანეთში იყო და უკეთეს კონდიციაში დაბრუნდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი თანმაშრომლობა ვერ შედგება.
მინდა წარმატება ვუსურვო. გიორგის აქვს პოტენციალი. როგორც თვითონ ბრძანებდა, არაერთი წინადადება აქვს. იმედია, ამ შანსს გამოიყენებს და ქართულ ფეხბურთში წარმატებით დაბრუნდება”,-აღნიშნა საბურთალოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე.
მთავარი ნიუსი ცეცაძის შემდეგ “საბურთალოდან” ჭანტურიაც წავიდა