“მსოფლიო რაგბიმ” განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ადგილზე აღზევდა.
ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის მეორე ტურში ესპანეთი სტუმრად 23:10 დაამარცხეს და ამისთვის 1,07 სარეიტინგო ქულა მიიღეს. თავის მხრივ 6 ერზე მორიგი მარცხი განიცადა იტალიის ნაკრებმა, შედეგად საქართველოს ნაკრებმა მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა, იტალია კი მე-13 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 0,66 ქულაა.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ირლანდიამ უელსთან გამარჯვებისთვის 0,74 ქულა მიიღო და მე-4 ადგილზე აღზევდა, სადაც ადგილი სწორედ უელსელებს გაუცვალა. ცხრილის ქვედა ნაწილში რუსეთმა ბელგიასთან მარცხის გამო 2 სარეიტინგო ქულა დაკარგა, რის გამოც მე-20 ადგილიდან ხუთ პოზიციით ჩამოქვეითდა და ახალი რეიტინგის მიხედვით 25-ე ადგილზე იმყოფება. პორტუგალიამ რუმინეთის მოგების შემდეგ ორი პოზიციით წინ წაიწია და ოცეულში შევიდა, რუსეთის მარცხის გამო, თითო საფეხურით დაწინაურდნენ კანადა, ნამიბია და ნიდერლანდები.
მოწინავე ოცეული ასე გამოიყურება:
myrugby.ge
