კაპიტანი – ქართული კალათბურთის გზა (ნაწილი XVI)

0
48

10 თებერვალს ზაზა ფაჩულია იუბილარია. ვფიქრობთ, სწორედ ამ დღეს მის სანაკრებო კარიერაზე წაკითხვა გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ეს ყველაფერი კალათბურთის ფედერაციის პროექტში “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2021-მდე”.

ზაზა ფაჩულია

– ზურაბ ტომარაძემ ნაკრებში რომ მიმიწვია, 2000 წელი იყოიმ პერიოდს რა დამავიწყებს! მკაფიოდ მახსოვს, როგორ შევუერთდი ნაკრებს მოსკოვში, როგორ გავემგზავრე გუნდთან ერთად დანიაში, როგორი იყო დებიუტი ლუქსემბურგთან მატჩში. 16 წლისა ვიყავი, თურქულ “ულქერში” ვთამაშობდი. ნაკრების წევრთაგან ბევრს არ ვიცნობდი. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი: მხოლოდ ორ კალათბურთელს ვიცნობდი კარგად – ნიკა ცქიტიშვილსა და კახა შენგელიას. ცქიტოსთან ერთად კადეტებიდან დაწყებული ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია. დანარჩენების გამოსვლა ტრიბუნებიდან მქონდა ნანახი. ისინი კი არ მიცნობდნენ… ასე რომ, ბევრი მქონდა დასამტკიცებელი– ასე იხსენებს სანაკრებო დებიუტს ზაზა ფაჩულია, რომელმაც კარიერა ევრობასკეტი 2017-ის დასრულებასთან ერთად დაამთავრა სიტყვებით:

– ისევე როგორც ახალგაზრდულ ასაკში, ბოლომდე მონდომებით, გულით ვეკიდებოდი თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ შეკრებას, თითოეულ თამაშს. კარგად მესმის, რომ ნაკრებში თამაში არ არის პირადული, საკუთარი მიზნებისთვის… ეს არის ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივიც იყო და მოვალეობაც. იქ ხომ ახალგაზრდული ასაკიდან ვთამაშობდი და მეორეც – გუნდის კაპიტანი ვიყავი. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის და კრიტიკისთვისაც, რადგან ამან უკეთეს ადამიანად მაქცია, მეტი სტიმული მომცა. კრიტიკა პირად შეურაცხყოფად არასოდეს მიმიღია, ვაანალიზებდი და ვცდილობდი, როგორც ქვეყნისთვის საჭირო იყო, ისე მოვქცეულიყავი, თამაშით გამომესწორებინა. შედეგად, მივიღე დიდი გამოცდილება და განვვითარდი როგორც მოედანზე, ისევე მის მიღმა.

ზაზას 17-წლიან სანაკრებო კარიერაში იყო დიდი გაცნობა, დიდი იმედგაცრუება, დიდი გამარჯვება, დიდი ერთგულება…

დიდი გაცნობა

ზაზას სანაკრებო დებიუტი 2000 წლის 17 მაისს დანიაში შედგა. ამ დღეს საქართველომ ლუქსემბურგთან 71:92 წააგო.

თბილისში კი, მომავალმა კაპიტანმა პირველი სანაკრებო მატჩი 2001 წლის 3 ივნისს გამართა: ბულგარეთი 91:75 დავამარცხეთ, ფაჩულიამ 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ზუსტად სამ დღეში ბელარუსიც ბულგარეთის გზას გავუყენეთ – 83:78. ზაზა: 24 ქულა, 19 მოხსნა – გულშემატკივარმა იგი მატჩის დასრულებისთანავე ხელში აიტაცა. ასე გაეცნო ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს.

– თურქეთის ჩემპიონატის ერთერთი მატჩისას ყბაში იდაყვი მომხვდა და ორი კბილი ჩამომვარდაოპერაცია მჭირდებოდათუმცა ვინაიდან პლეი ოფი მიმდინარეობდაქირურგიული ჩარევა გადადესმართალიალაპარაკი მიჭირდამაგრამ ოპტიმალურ ფორმაში ვიყავიმაინც ძალიან ვნერვიულობდირადგან ვიცოდირომ ბელარუსი ალექსანდრ კულის წინააღმდეგ მომიწევდა თამაშიმაშინ იგი სტამბოლის “გალათასარაიში” გამოდიოდა და თურქეთის პირველობის საუკეთესო ცენტრიც იყომეგონამის წინააღმდეგ გამიჭირდებოდამაგრამ საბოლოოდ რაც მოხდასპორტის სასახლეში შეკრებილმა ქომაგმა საკუთარი თვალით ნახამატჩის ბოლოს უამრავი გახარებული სახე დავინახერასაც ქართველები ნამდვილად მონატრებულები ვიყავითვფიქრობყველაზე ბედნიერი მაინც მე გახლდით!

დიდი იმედგაცრუება

2004 წლიდან საქართველოს ნაკრებში შემადგენლობა გადახალისდა, შეიკრიბა თაობა, რომელიც საკალათბურთო ისტორიაში “ოქროს თაობის” სახელით შევა. თუმცა თავიდან ყველაფერი ისე როდი წარიმართა, როგორც ზაზა და მისი თანაგუნდელები იმსახურებდნენ. 6 წელი დასჭირდათ მეორე დივიზიონიდან თავის დასაღწევად. ამის მიზეზი რამდენიმე მოულოდნელი მწარე მარცხი იყო.

 როდესაც ყველაზე ცუდად გასახსენებელ მატჩებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, პირველ რიგში 2007 წელს ისლანდიაში წაგება მახსენდება. ეს იყო ჩემს სანაკრებო კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ფაქტობრივად, მოგებული თამაში წავაგეთ, ყველაზე ცუდი კი ის იყო, ამ მარცხის გამო კიდევ ორი წელი დავრჩით დივიზიონში, – იხსენებს ზაზა ფაჩულია.

დიდი გამარჯვება

2009 წელს საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად იგორ კოკოშკოვი მოვიდა, “ოქროს თაობამაც” საკმარისი გამოცდილება მიიღო და მიიღო ის, რაც დაიმსახურა: 2009 წელს პლეი ოფში ბელარუსი დაამარცხა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, 2011 წლიდან 2017-მდე ევრობასკეტი არ გამოუტოვებია.

პირველ ევრობასკეტზე (2011-ში) საწყისი ჯგუფური ეტაპი გადალახა, ხოლო 2015 წელს 1/8-ფინალში გავიდა… 2010 წლის შემდეგ ბევრი დიდი გამარჯვება გვქონია: ბელგიასთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ბოსნიასთან, ლიეტუვასთან, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა მსგავსი მოგებები გასაკვირი აღარ არის:

– საქართველოს ნაკრებმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი ევროპის ტოპ-გუნდებს შორის. მეამაყება, რომ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტის ნებისმიერი ფავორიტი უფრთხის. დიდი შრომის ფასად თამასა საკმაოდ მაღლა ავწიეთ. იმედი მაქვს მომავალი თაობა მას ღირსეულად შეინარჩუნებს.

დიდი ერთგულება

როგორც აღვნიშნეთ, ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებში 17 წლის განმავლობაში თამაშობდა. მხოლოდ 2013 წელს გამოაკლდა გუნდს. მიზეზი ტრავმა იყო, რომელიც მან მარტში “ლეიკერსთან” მატჩისას მიიღო.

ზაზას ბილეთიც აღებული ჰქონდა – ევრობასკეტი 2013-ზე ქართველების გასამხნევებლად მიემგზავრებოდა, მაგრამ “მილუოკის” ხელმძღვანელობისა და ექიმების თხოვნით ბილეთის გაუქმება მოუწია.

 17 წლის განმავლობაში ბევრი მძიმე დღე გადავიტანეთ და ბევრი გამარჯვებაც გვქონდა. ოთხჯერ გავედით ევრობასკეტზე. ეს იყო ის, რაც ჩემს სანაკრებო კარიერაში შევძელი. იმისიც მჯერა, რომ ჩვენი ხალხი უფრო მეტ წარმატებას იმსახურებს, – ესეც ზაზა ფაჩულიას სიტყვებია, რომელიც მან გაზეთ “ლელოსთან” ინტერვიუში თქვა. 

ილია ლონდარიძე

ილია ლონდარიძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და მოუხელთებელ წინახაზელად იქცა.

2017 წელს მან ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ყურადღება მიიქცია და ისრაელში ევრობასკეტზეც ითამაშა. ილია ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა – ემოციურად ქომაგობდა გუნდს სკამიდან. როდესაც წინა ხაზში ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე გყავს, ძალიან ძნელია მათთვის სათამაშო წუთების ართმევა…

კახა ჯინჭარაძე

კახა ჯინჭარაძეც არ იყო ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით განებივრებული. ისიც ილიას ზუროსმა შენიშნა საქართველოს ჩემპიონატიდან.

ჩვენს სუპერლიგაში კახა მეტად ღირებული ფორვარდია. ამას მან საკუთარ თავზე დიდი მუშაობით მიაღწია – არც ბურთთან მოპყრობა უჭირდა და არც ჩაგდება, ბოლო წლებში მან ფიზიკური კონდიციებიც ერთი ორად გაიუმჯობესა და ამიტომაცაა მუდმივად ეროვნული ნაკრების კანდიდატთა შორის.

მიხეილ ჭოჭუა

მიშა ჭოჭუა სუპერლიგაში “რუსთავიდან” გამოჩნდა. იგი კლასიკური მსროლელია კარგი სამქულიანით. არც ფიზიკურად მოიკოჭლებს, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დიდი ხანია, ხვდება. მწვრთნელები საბოლოო თორმეტეულის შერჩევისას კი მიშას არ სწყალობდნენ.

ჭოჭუას საქართველოს ჩემპიონატის ის გუნდები განიხილავენ თავის შემადგენლობაში, ჩემპიონობას რომ აპირებენ. მას “რუსთავთან” და “დინამოსთან” ერთად არაერთხელ აქვს მოგებული სუპერლიგა.

რევაზ როგავა

2012 წელს, “შსს აკადემია” ჩემპიონობისკენ რომ მიიწევდა, გუნდში იყო ახალგაზრდა გამთამაშებელი რეზო როგავა, რომელიც ამერიკელი დეონტა ვონის შემცვლელად თამაშობდა.

სწორედ მაშინ თქვა შსს-ელთა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა – ახალგაზრდა როგავა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც უნდა იყოსო. რეზოც იმ კატეგორიის კალათბურთელებიდანაა, ნაკრების მწვრთნელის ყურადღება საქართველოს ჩემპიონატში კარგი თამაშით რომ მიიპყრეს.