ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დანიშნეს, – იტყობინება კლუბის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი.
აშვეთია კახა ჩხეტიანის თანაშემწედ მუშაობდა. მიხეილი ქუთაისშია დაბადებული და მშობლიური გუნდის ღირსებას 1993-94, 1995-97 და 2000-01 წლებში იცავდა.
აშვეთია აგრეთვე “ალანიაში”, თბილისის “დინამოში”, “კოპენჰაგენში”, მოსკოვის “ლოკომოტივში”, “როსტოვში”, “რუბინში”, “კარლ ცაისში”, “ანჟიში”, ბარნაულის “დინამოსა” და “ნიჟნი ნოვგოროდში” თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 24 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.