მესის სარეკორდო ხუთასები

0
47

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის “სამეფო თასის” მერვედფინალში „ლეგანესი“ 5:0 გაანადგურა, არგენტინელმა შემტევმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და ორი ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.
ლეო ესპანური გუნდის რიგებში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 500 გამარჯვების მოპოვება მოახერხა (ყველა ტურნირის ჩათვლით). ჩავის 476 შეხვედრა აქვს მოგებული.
გარდა ამისა, „ბარსელონას“ მაისურით ესპანურ ტურნირებზე (ლა ლიგა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი) 500 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში კი, „ბლაუგრანას“ მაისურით არგენტინელს 710 თამაშში 622 გოლი აქვს გატანილი.