“იუვენტუსმა” მიჯრით მეექვსედ ვერ იმარჯვა, რონალდუმ ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა

0
45

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტურინის ,,იუვენტუსის” ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა – მაურიციო სარის გუნდი ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ ,,ნაპოლის” ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ასპარეზობის პირველმა ნახევარმა საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა. ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც თავი პიოტრ ზელინსკიმ გამოიჩინა. 86-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ნეაპოლელთა კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. ეს პორტუგალიელის ზედიზედ მერვე მატჩში გატანილი გოლია. დარჩენილ დროში გონსალო იგუაინს გათანაბრება შეეძლო, თუმცა არგენტინელის დარტყმული ბურთი ნეაპოლელთა მეკარემ უკუაგდო.