კატალონიის ,,ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურა:
,,სიტყვები არ მყოფნის… მთელი ჩემი სიყვარული კობის ოჯახსა და მეგობრებს. შენთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. შენ ნამდვილი გენიოსი იყავი”, – დაწერა არგენტინელმა სოციალურ ქსელში.
კობი ბრაიანტი კალიფორნიის შტატში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ავიაკატასტროფას კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილიც ემსხვერპლა.