პრემიერლიგა პირველია, ეროვნული ლიგა – 51-ე

0
48

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS.DE-მ) 2019 წლის უძლიერესი საფეხბურთო ჩემპიონატები დაასახელა. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2018 წელთან შედარებით ოთხი საფეხურით დაწინაურდა და 51-ე ადგილზეა (საქართველოს ჩემპიონატი ევროპის მასშტაბით 31-ე ადგილს იკავებს). ცნობისთვის, საქართველო ერთი საფეხურით უსწრებს პოლონეთს (52-ე ადგილი), აშშ-ს MLS კი 66-ეა.

2019 წლის რეიტინგში პირველი ადგილი ინგლისის პრემიერლიგამ დაიკავა. მეორე ადგილზე ბრაზილიის ჩემპიონატია, მესამეზე – ესპანეთის ლა ლიგა, მეოთხეზე – იტალიის სერია A, მეხუთეზე კი – კოლუმბიის პრიმერა.