რაგბის კავშირის 2020 წლის საერთო კრება

0
38

რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება
2020 წლის ნამდვილ  წევრთა მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“),  გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
  2. სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
  3. სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
  4. წესდების ცვლილებების მიღება;
  5. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.

იხილეთ დოკუმენტები საერთო კრების შესახებ:

2020 წლის 9 იანვრის სრკ-ს გამგეობის გადაწყვეტილება;
დანართი #1: 2020 წლის საერთო კრების ნამდვილ წევრთა სია;
დანართი #2: 2020 წლის საერთო კრების რეგლამენტი;

შენიშვნა: კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ  პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და/ან ხმათა რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ  2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით სრკ-ში წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის  გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.