“ინდიანას” მიჯრით მეხუთე მოგება, ბითაძის ოთხი ქულა

0
19

„ინდიანა პეიესერსმა“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

დღეს ინდიანელებმა „საკრამენტო კინგსი“ მიიღეს და 119:105 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 6:05 წუთი გაატარა და ოთხ ქულასთან ერთად, ორი მოხსნა მიითვალა.

ბითაძეს თამაშის საშუალება პირველ და მეოთხე მეოთხედში მიეცა. მან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორჯერ დაჯარიმდა.

„ინდიანაში“ ყველაზე შედეგიანი  ტი ჯეი უორენი იყო 23 ქულით, ხოლო ძირითადმა ცენტრმა მაილზ ტერნერმა თავი 17 ქულას მოუყარა.

ინდიანელები 29 შეხვედრაში მოპოვებული 20 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო თამაშს ბითაძის გუნდი 23 დეკემბერს გასვლაზე კონფერენციის ლიდერ „მილუოკისთან“ ჩაატარებს.