ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში “მონტერეიმ” “ალ-სადი” 3:2 დაამარცხა, ხოლო “ალ ჰილალმა” “ესპერანს ტუნისს” 1:0 სძლია. ტურნირი ყატარში მიმდინარეობს, ჩავის “ალ სადი” კი მასპინძლის სტატუსით იყო წარდგენილი.
კონკაკაფის ზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მექსიკური “მონტერეი” ნახევარფინალში “ლივერპულს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება, ხოლო კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული რიო დე ჟანეიროს “ფლამენგო” აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ “ალ ჰილალს” შეხვდება. აღნიშნული მატჩი 17 დეკემბერს შედგება. მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 21 დეკემბერს ჩატარდება.
