ესპანეთის ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ “კამპ ნოუზე” კუნძულელთა “მალიორკა” მიიღო და 5:2 გაიმარჯვა. მატჩში ჰეთ თრიკით ბარსელონელთა არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი გამოირჩა.
მესისთვის ეს ჰეთ თრიკი ლა ლიგაში რიგით 35-ე აღმოჩნდა. ამ შედეგით ლეომ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 35 ჰეთ თრიკი შეასრულა.
