გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური და დამაიმედებელი დაბრუნება

0
63

გიორგი ჩაკვეტაძე მინდორს 230 დღის შემდეგ დაუბრუნდა! “ზულტე-ვარეგემთან” საშინაო მატჩის წინ “გენტის” მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და გენტის პუბლიკა კი ქართველ შემტევს ოვაციით შეეგება.

გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „ჩაკვე! ჩაკვე! ჩაკვე“! შეძახილებით გამხნევებულმა ჩვენებურმა მეტოქის დაცვას თავსატეხი გაუჩინა. საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, დიდებული გოლი გაჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ბურთი მცველს მოხვდა და ბურთი კუთხურზე გავიდა. მალე მოედნის სიღრმიდან გიორგიმ მბაიო გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ბელგიელმა ძელს გაარტყა…

ერთი სიტყვით, გიორგის რვათვიანი უთამაშებლობის შემდეგ დაბრუნება დამაიმედებელი გამოდგა.