ნატალია ოთხმეზურის ზეშედეგიანი თამაში ამერიკის კოლეჯების ლიგაში. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდში” გამოდის და გუნდის გაუსაჩივრებელი ლიდერია. ბოლო მატჩში, რომელიც კასპერელებმა 3 დეკემბერს, ოტეროს კოლეჯთან ჩაატარეს, ქართველმა ბომბარდირმა 38 ქულა ჩააგდო. პირდი რეკორდით ოთხმეზურმა კასპერს გამარჯვებისკენ ულდიდერა – 95:81.
ერთი დღით ადრე, 2 დეკემბერს კასპერელებმა ტრინიდად სტეიტ კოლეჯი 90:66 დაამარცხეს, ოთხმეზურმა კი 23 ქულა მიითვალა. იმის წინ კი ნატალიამ “როკი მაუნთინის” განადგურებაში (91:22) 16-ქულიანი წილი დაიდო. კასპერ კოლეჯს მიმდინარე სეზონში 13 მატჩიდან 12 გამარჯვება აქვს. 1 მატჩი ოთხმეზურის გუნდმა 19 ნოემბერს დასავლეთ ნებრასკა ქომიუნითი ჯოლეჯთან წააგო – 70:78. იმ მატჩში ნატალიამ 18 ქულა ჩააგდო.
სულ მიმდინარე სეზონში ოთხმეზურს 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაცემებია: 22.3 წუთი, 14.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.8 პასი და 0.8 ჩაჭრა. რაც მთავარია, ნატალია თამაშიდან ესვრის ძალიან შედეგიანად: 53.5 % ორქულიანებს და 49.2 % სამიანებს. საჯარიმოები 60.6 %.
შემდეგ მატჩს კასპერ თანდერბერდი 7 დეკემბერს, ჟილეტ ჯოლეჯთან ჩაატარებს.