რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფინალური ეტაპის მონაწილე ოცი ნაკრები განაწილდა ჯგუფებში, ხოლო დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა მარტში გაირკვევა.
A ჯგუფი (რომი, ბაქო) – იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B ჯგუფი (პეტერბურგი, კოპენჰაგენი) – დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი
C ჯგუფი (ამსტერდამი, ბუქარესტი) – უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი ოფის გამარჯვებული
D ჯგუფი (ლონდონი, გლაზგო) – ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზის პლეი ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი (ბილბაო, დუბლინი) – ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი (ბუდაპეშტი, მიუნხენი) – გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი ოფის გამარჯვებული
ერთა ლიგა
A – ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი
B – ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
C – შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი
D – საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი
თუ ერთა ლიგის A დივიზიონში რუმინეთის ნაკრები გაიმარჯვებს, ადგილს C ჯგუფში დაიკავებს (რადგან ჯგუფს ბუქარესტი მასპინძლობს), D დივიზიონის გამარჯვებული კი F ჯგუფში აღმოჩნდება.
ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ნახევარფინალებსა და ფინალს კი ლონდონი უმასპინძლებს.