ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის F ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები მოხვდნენ. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა, ისაუბრა:
„რთული ჯგუფია, მაგრამ, ჩემი აზრით, იოაჰიმ ლიოვი და ფერნანდუ სანტუშიც ამას ფიქრობენ. ალბათ, ეს ყველაზე რთული ჯგუფია, მაგრამ უნდა შევეგუოთ. კარგია, რომ ჩვენი მეტოქეების შესაძლებლობები ვიცით და მოსამზადებლად დრო გვაქვს. ყველა თამაშში თითო ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფის მეოთხე გუნდი ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი ოფის გამარჯვებული იქნება. თუმცა თუ A დივიზიონს რუმინეთი მოიგებს, F ჯგუფის მეოთხე გუნდი D ლიგის პლეი ოფის (საქართველო, ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო) გამარჯვებული იქნება.
