გოგა ბითაძის სამი ქულა და “ინდიანას” მიჯრით მეოთხე მოგება

0
32

გოგა ბითაძის “ინდიანა” მოგებათა სერიას აგრძელებს – ქართველი ცენტრის გუნდმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება იზეიმა.
“პეისერსის” მეტოქე ამჯერად დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში მყოფი “იუტა ჯაზი” გახლდათ, რომელიც ბითაძის გუნდმა 121:102 დაამარცხა.
გოგამ 11:32 წუთი ითამაშა და ამ დროში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველს ჩაჭრა და დაფარება არ ჰქონია, 4 მცდელობიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. ბითაძემ ორი მოხსნა დაცვაში გააკეთა, ორიც შეტევაში. საბოლოოდ, მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი -1 გახლდათ.

NBA | გოგა ბითაძის 11:32 წუთი და ინდიანას ზედიზედ მე-4 გამარჯვება