ბექჰემი ვიეირას მიიწვევს

0
55

MLS-ს მომდევნო სეზონში ორი ახალი გუნდი – დევიდ ბექჰემის დაფუძნებული “ინტერ მაიამი” და “ნეშვილი” დაემატება. “ინტერ მაიამი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას 14 მარტს, “ლოს ანჯელეს გელექსის” წინააღმდეგ გამართავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უთავკაცებს დევიდ ბექჰემის გუნდს. “ინტერ მაიამის” არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს. სიაში მარსელო გალარდო, სანტიაგო სოლარი და რობერტო მარტინესი იყვნენ, თუმცა, ბრიტანული The Telegraph-ის ინფორმაციით, დევიდ ბექჰემს გუნდის მთავარ მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა სურს.

ამჟამად ვიეირა “ნიცას” მთავარი მწვრთნელია. აღსანიშნავია, რომ მას MLS-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2016-2018 წლებში 43 წლის სპეციალისტი “ნიუ იორკ სიტის” თავკაცობდა.