ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” მტკიცებით, 2019 წელს “ოქროს ბურთის” მფლობელი “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი გახდება.
გამოცემის ცნობით, “ფრანს ფუტბოლმა”, რომელიც ამ ჯილდოს დამაარსებელია, ამის თაობაზე მესის უკვე აცნობა და ინტერვიუც ჩამოართვა.
პრიზს მესის ორ დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქში გადასცემენ.
პრიზისათვის ბრძოლაში მესის მთავარ კონკურენტად “ლივერპულის” ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი ითვლებოდა. მან წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ფინალში გავიდა.
თუკი “მუნდო დეპორტივოს” ცნობა დადასტურდა, ლეო მესი მეექვსედ გახდება “ოქროს ბურთის” მფლობელი.
