პარიზის „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ წლეულს „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს. ფრანგის აზრით, არგენტინელი ინდივიდუალურად ყველას აღემატებოდა.
„ოქროს ბურთი“? მე ვამბობ მესის. ინდივიდუალური თვალსაზრისით წელს საუკეთესო იყო“, – აღნიშნა მბაპემ.
შეგახსენებთ, France Football 2019 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს ორ დეკემბერს დაასახელებს.