ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა. “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა სევილიის “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ზეშედეგიანად ითამაშა, მისი მონაგარი კი მეათე ტურის მატჩებში ვერავინ გადაფარა და შერმადინიც დამსახურებულად გახდა MVP.
ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა “რეალ ბეტისთან” 94:89 მოგებულ მატჩში 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ თერთმეტიდან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად თერთმეტჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.