1950 წლის შემდეგ “ინტერს” საუკეთესო სტარტი აქვს

0
37

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში მილანის ,,ინტერმა” ტურინის ,,ტორინო” სტუმრად 3:0 დაამარცხა. ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონატის საწყისი 13 მატჩიდან მოგება თერთმეტში შეძლო, რაც ბოლო 69 წლის განმავლობაში ,,ნერაძურის” საუკეთესო სტარტია – ,,ინტერმა” 1950-1951 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა.

მილანურმა გუნდმა, ასევე, სეზონის სტარტზე ზედიზედ შვიდ საგარეო შეხვედრაში პირველად იმარჯვა, ამ მხრივ რეკორდი 8-8 მოგებით, ,,იუვენტუსსა” და ,,მილანს” ეკუთვნით.

,,ინტერი” სერია A-ს 13 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ,,იუვენტუსს” ქულით ჩამორჩება.