,,ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დასავლეთპირენელმა ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გუშინ ,,დეზებმა” ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინიო დაითხოვეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ მის ადგილს სწორედ მოურინიო დაიკავებდა.
ჟოზე ბოლოს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობდა. პორტუგალიელი ,,წითელმა ეშმაკებმა” 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. მოურინიოს ლონდონის ,,ჩელსისთან” ერთად პრემიერლიგა სამჯერ აქვს მოგებული.