თბილისის “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა

0
38

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისის “დინამო” ისევ გალიდერდა. უახლოეს მდევარ, ბათუმის “დინამოსთან” დედაქალაქელებს ისევ ორქულიანი უპირატესობა აქვთ. 34-ე ტურის შეხვედრაში ფელის ვისენტეს შეგირდები აუტსაიდერ “რუსთავს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე მძიმე ბრძოლაში  2:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი გუნდებმა პრაქტიკულად თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს. მასპინძლები კარგად ახერხებდნენ დინამოელთა შეტევების მოგერიებას, თუმცა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. ანგარიში აღნიშნულ დაპირისპირებაში ნოდარ ქავთარაძემ 76-ე წუთზე ცვლილებეზე შესული გიორგი ზარიას გადაცემის შედეგად გახსნა. მატჩის მიწურულს გატანილი გოლით თავი ასევე ცვლილებაზე შესულმა უკრაინელმა მიხაილო შიშკამ გამოიჩინა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე (34 ტურის შემდეგ) თბილისის “დინამო” სატურნირო ცხრილში 69 ქულით პირველ ადგილზეა, ბათუმის “დინამოს” 67 ქულა აქვს…