რონალდ კუმანი “ბარსას” ჩაიბარებს

0
34

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის, შესაძლოა, კატალონიის ,,ბარსელონას” მწვრთნელი გახდეს:

,,დიახ, კონტრაქტში საუბარი მხოლოდ ,,ბარსელონაზეა”. თუმცა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ”, – კუმანის სიტყვებს As ციტირებს.

ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირის სპორტულმა დირექტორმა, ნიკო-იან ჰუგმა, განაცხადა, რომ კუმანის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას ,,ბარსელონაში” წასვლის უფლებას აძლევს, კომპენსაციას კი, რა თქმა უნდა, კატალონიური მხარე იხდის. მიმდინარე ხელშეკრულება ჰოლანდიელს ეროვნულ ნაკრებთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კუმანი ,,ბარსელონაში” 1989-1995 წლებში თამაშობდა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, 1998-2000 წლებში, კატალონიური გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.