ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და 2:1 იმარჯვა. ტურინელებმა პირველი ტაიმი დათმეს, თუმცა დიბალას დუბლით შეხვედრა მოიგეს. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან პაულო დიბალამ ისაუბრა:
„ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა. ჩვენ ვაგებდით, თუმცა საკმარისად გამოცდილები ვართ იმისათვის, რომ თამაში მშვიდად შემოგვეტრიალებინა. ვმუშაობთ, რომ რონალდუმ და იგუაინმა ერთად ვითამაშოთ.“
