ჩაკვეტაძით “აინტრახტიც” დაინტერესდა

0
37

“გენტისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის  სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს. მათ შორის, “რომასაც”.  ინფორმაცია თავად გიორგი ჩაკვეტაძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისით “”რომა დაინტერესებული ნამდვილად იყო.
ცნობილი გახდა, რომ ჩაკვეტაძით გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელი, მაინის ფრანკფურტის “აინტრახტიც” დაინტერესდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს. კლუბის აქციონერმა, კაზიმ არიფოვმა  კომენტარი პირველ არხს მისცა, სადაც გიორგიზე საუბრობს:
„ვიცი, რომ ქართველებს ყოველთვის საინტერესო მოთამაშეები გყავდათ და გყავთ. მაგალითად, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი მოთამაშეა. მისი აყვანა ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს სურს. მათ შორისაა “აინტრახტიც”.  გიორგი ახლა ტრავმირებულია და არ თამაშობს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ინტერესი არ შენელდება“, – წერს 1tv.ge.
“ჩაკვეტაძის მოედანზე გამოჩენას  გულშემატკივარი უახლოეს თვეში ელის.