მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა

0
23

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა “ბრიუგესა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის სტუმართა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
შეხვედრაში ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ გაიბწყინა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა და ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა. მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა. ფრანგი მხოლოდ 20 წლის და 306 დღის იყო.
აქამდე აღნიშნული რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლის გატანა 21 წლის და 288 დღის ასაკში შეძლო.
2008 წლის შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც საჩემპიონთალიგო შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.