ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ჰოლანდიის “ალკმაარი” შინ “მანჩესტერ იუნაიტედს” 0:0 დაუზავდა. “წითელმა ეშმაკებმა” თამაშის მსვლელობისას კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს, რაც კლუბის ანტირეკორდია. აღნიშნულ ტურნირზე მანჩესტერელებს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და პირველად მოხდა, როდესაც კარში არ დაურტყამთ.
ყველა ტურნირზე ერთად “მანჩესტერმა” ბოლო ათი მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში 1989 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
