ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ფავორიტების დაპირისპირება შედგა. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” კატალონიაში “ბარსელონას” ესტუმრა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა დამატებით დროში 87:95 წააგო.
ქართველი ფორვარდი ბასკონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 37 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი სტუმართაგან იუსუფა ფოლმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ბარსელონელი ბრედლი დევისი გახდა, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და ოვერტაიმში პირადად გადაწყვიტა მატჩის ბედი.
თითო მოგებ-წაგებით “ბასკონია” ცხრილის შუაშია და შემდეგ ტურში, 6 ოქტომბერს, “უნიკახას” უმასპინძლებს.