საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ურუგვაისთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას მოკლე ინტერვიუ მისცა.
“ვამაყობ ბიჭებითა და ნაჩვენები თამაშით. ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასახულ გზაზე პირველი შეხვედრის მოგება.
უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში და მეტიც, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და გახარებული ვართ, რომ ეს შეხვედრაც მოვიგეთ და გასაკეთებელი გავაკეთეთ.
წინა ხაზი ჩვენი ძლიერი მხარეა – შერკინება, მოლი, ფიზიკური თამაში. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი დაიღლებოდნენ, ოთხდღიანი შესვენება ურუგვაისთვის საკმარისი არ იყო.
ვიცოდით, რომ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ,”- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ვიცოდით, რომ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ,”- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.