შენგელია ფინალში დამარცხდა

0
46

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ტიტულის გარეშე დარჩა. ოვიედოს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალში ბასკონიელები მადრიდის “რეალს” შეხვდნენ და 6 ქულით – 66:72 დამარცხდნენ.

“ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა მხოლოდ  16:12 წუთი ითამაშა, რისი მიზეზიც ხუთი პერსონალური შენიშვნის ნაადრევად მიღება გახლდათ. თორნიკემ “სამეფო კლუბს” 12 ქულა ჩაუგდო. ანალოგიური მონაგარი ჰქონდათ შილდსს და გონსალესს. მის ანგარიშზე ოთხი ქულა და ორი შედეგიანი გადაცემა.

პლუს–მინუს მონაცემით შენგელიას საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკურ კლუბში +20. სანამ მოედანზე თორნიკე იყო, “ბასკონია” “რეალს” ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დამარცხდა.