კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რვა თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “რუსთავმა”, რომელმაც საშინაო მატჩი ბათუმის “დინამოსთან” ანგარიშით 0:2 დათმო. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატჩი ბოლო მატჩი სწორედ ბათუმის “დინამოსთან” წააგეს. ბათუმელებმა კი მიყოლებით მეოთხე თამაში მოიგო. 26-ე ტურის დაპირისპირება სტუმართა აშკარა უპირატესობით დაიწყო. მე-19 წუთზე ბათუმელები ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა. 23-ე წუთზე კი გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა ორამდე ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა. შეხვედრის მეორე ნახევარში “დინამომ” შეტევებს უკლო და უმეტესად საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტირებული, რაც კარგად გამოუვიდა კიდეც. ბათუმელები ზედიზედ მეხუთე თამაშია მეტოქეს გოლის გატანის საშუალებას არ აძლევენ.
ამ დროისთვის ბათუმის “დინამოს” 26 ჩატარებული მატჩის შემდეგ 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. თბილისის “დინამოს” 25 შეხვედრის შემდეგ 51 ქულა აქვს დაგროვილი და მეორეა…