მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდება

0
45

“მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მონაწილეობა მიეღო რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის!

მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს”,-აღნიშნა პრემიერმა.