საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის – სალონიკის “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე გასულ სეზონში საქართველოს “ა” ლიგაში მოთამაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პრეზიდენტი იყო, რომელიც ფინალში გავიდა და სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
სანიკიძე ათენის “არისში” 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიეზი. სანიკიძეს ევროპის არაერთ სახელგანთქმულ კლუბში უთამაშია. წლების მანძილზე ის ფრანგული “დიჟონის”, ესპანური “სარაგოსასა” და ესტუდიანტესის”, იტალიური “ვირტუსისა” და “სიენას”, ასევე რუსული “უნიკსისა” და თურქული “ანკარას” ღირსებას იცავდა.