იტალიის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გიორგი ჩაკვეტაძე ევროპიის მასშტაბით 16-დან 20 წლამდე ასაკის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელთა ჩამონათვალში დაასახელა.
La Gazzetta dello Sport-ის ჩამონათვალში სულ 60 ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 54-ე ადგილზეა.
იტალიური გაზეთის ვერსიით, რეიტინგში პირველი ადგილი დორმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს უკავია, მეორე პოზიციაზე „იუვენტუსის“ ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი მატეის დე ლიხტია, ხოლო მესამეზე – ლევერკუზენის „ბაიერის“ შუახაზელი კაი ჰავერცი.
ჩაკვეტაძე მუხლის ჯვარედინ მყესებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის და ვარჯიშს ოქტომბერში განაახლებს.