საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა შემადგენლობის შერჩევა დაიწყო. ნაკრების ძირითად კანდიდატთა შეკრება 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი ბერძენი სპეციალისტიპერსპექტიული მოთამაშეების კემპს ჩაატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს უხმო, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარების პერსპექტივა გააჩნიათ.
ნაკრების ასისტენტების დახმარებით ზუროსმა შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობასაც ახალგაზრდაა და რომლებიც 25 ივლისიდან ვერის საკალათბურთო დარბაზში ბერძენი სპეციალისტის მეთვალყურობით ივარჯიშებენ. კანდიდატების შესარჩევ კემპზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:
ილიას ზუროსი 2 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებზე დააკვირდება კემპის მონაწილეებს და მათ, ვინც თავს გამოიჩებს, 27 ივლისსაც დაიბარებს, როცა ეროვნული ნაკრების იმ კალათბურთელთა შეკრება დაიწყება, რომლებსაც ხშირად უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში. 27 ივლისიდან შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:
შენიშვნა: ნაკრების გაფართოებული, საბოლოო შემადგენლობა
დაზუსტდება ვარჯიშის დაწყების წინა დღეს