მესი ათას ხუთასით დააჯარიმეს

0
60
Argentina's Lionel Messi (C) talks to Paraguayan referee Mario Diaz de Vivar after he and Chile's Gary Medel (out of frame) were sent off during their Copa America football tournament third-place match at the Corinthians Arena in Sao Paulo, Brazil, on July 6, 2019. (Photo by Nelson ALMEIDA / AFP)

2019 წლის “კოპა ამერიკა” სკანდალური გამოდგა. ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე განხილვის მთავარი თემა მსაჯობა იყო. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველ ორგანოს კონმებოლს ლეო მესიმ კორუფციის მანქანა უწოდა და პრესასთან საუბრისას რამდენიმე ხმამაღალი კომენტარი გააკეთა.

მოსალოდნელი იყო, რომ ლეოს კონმებოლი დასჯიდა და შესაძლოა ის ორი წლით სანაკრებო მატჩებიდან მოეკვეთათ კიდეც, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და მესი 1500 დოლარით დააჯარიმეს, მას მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, ისიც ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის გამო.

ამასთან, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია კონმებოლიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთ თანამდებობას იკავებდა, თუმცა მესის განცხადებისთვის მხარის დაჭერის გამო არგენტინელი დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტემ“ “კოპა ამერიკაზე” მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. 2020 წელს კი ტურნირს უკვე არგენტინა კოლუმბიასთან ერთად უმასპინძლებს.