პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატში (B დივიზიონი) საქართველოს მეოთხედფინალური მეტოქე გაირკვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება. პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია 81:53 გაანადგურეს და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დებულების თანახმად, პლეი ოფში ჯვარედინი სისტემით A ჯგუფი B-ს უწყვილდებოდა, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, C ჯგუფის მეორეადგილოსანი საქართველო D ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას შეხვდება.
მეოთხედფინალის წყვილები მთლიანობაში ასე გამოიყურებიან:
რუსეთი (A1) – ბულგარეთი (B2)
ჩეხეთი (B1) – ისლანდია (A2)
ჰოლანდია (C1) – ბელგია (D2)
პორტუგალია (D1) – საქართველო (C2)