ბითაძე 88 ნომრიანი მაისურათი ითამაშებს

0
47

საბოლოოდ დადგინდა ნომერი, რომლითაც გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერზში” ნბა-ში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გოგას თავდაპირველად 19-ნომრიანი მაისური გადასცეს, საზაფხულო ლიგაში ის 18 ნომრით შეიყვანეს, ახლა კი, ირკევა, რომ ჩვენებური 88-ე ნომერს მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება, აქამდე, ამგვარი მაისურით ლიგაში მხოლოდ ხუთ კალათბურთელს უთამაშია. ესენი ნიკოლა ბატუმი, ნემანია ბიელიცა, კრისტიან ეიენგა, ალექსეი შვედი და ანტუან უოკერი არიან.
დასასრულ ვთქვათ, რომ “პეისერზი” ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგაში დასკვნით შეხვედრას 12 ივლისს ჩაატარებს, მეტოქედ კი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “ტორონტო რეპტორსი” ეყოლება.