სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა მადრიდის „რეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, იუწყება ესპანური კლუბის პრესსამსახური.
21 წლის ფეხბურთელმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებმა მის სანაცვლოდ ფრანკფურტის „აინტრახტს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადა.
სერბეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გასულ სეზონში ფრანკფურტელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
